მოზარდი შესაძლოა, კიბერბულინგის მსხვერპლია, თუ მის ქმედებებში მოულოდნელი, უჩვეულო ცვლილებებია:
- მოულოდნელად შეწყვეტს ტელეფონის, კომპიუტერის, სოციალური მედიის გამოყენებას ან ამ პროცესში ნერვიულდება;
- მესიჯის, ჩეთის, სოციალური მედიის გამოყენების ან თამაშის შემდეგ ავლენს გაბრაზებას, იმედგაცრუებას, დეპრესიას, თავის თავში ჩაკეტვას;
- აღარ უნდა სკოლაში წასვლა ან გარეთ გასვლა;
- არ სურს საუბარი, განსაკუთრებით მის ონლაინ აქტივობებზე.
მოზარდი შეიძლება, ახორციელებს კიბერბულინგს, თუ:
- უეცრად კეცავს ეკრანს ან მალავს მობილურ ტელეფონს/ტაბლეტს;
- კომპიუტერს/ტელეფონს/ტაბლეტს მთელი ღამე იყენებს;
- ძალიან ღიზიანდება, თუ კომპიუტერს/ტელეფონს/ტაბლეტს რაიმე მიზეზით ვერ იყენებს;
- არ საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებს ონლაინ;
- შექმნილი აქვს და იყენებს რამდენიმე ანგარიშს ან აქვს სხვისი სახელზე გახსნილი ანგარიში