skip to main |
skip to sidebar
უხერხულობის შემქმნელი კონტენტის გავრცელება - სოციალური ქსელის სტატუსის, კომენტარის, ჭორის, ფოტოს, ვიდეოს და ა.შ. გავრცელება ან ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს უხერხულობას შეუქმნის, მათ გულისტკენას ან წყენას მიაყენებს; სიძულვილის ენის შემცველი/დამცინავი კონტენტის გავრცელება - სიძულვილის, დაცინვის, დამცირების, მუქარის შემცველი მესიჯის ან წერილის მიწერა, პოსტის გავრცელება, რომელიც შეეხება ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, რასას, რელიგიას, ეთნიკურ წარმომავლობას ან ადამიანის პირად თვისებებს (საუბრის მანერა), გარეგნობას (წითური თმა, მსუქანი, გამხდარი, დაბალი და ა.შ.), ჩაცმულობას და სხვა; მუქარა - ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენების მუქარა; თვითმკვლელობისკენ წაქეზება - თვითმკვლელობისკენ წაქეზება ან ბრძანების მიცემა; შეცდომაში შეყვანა - სხვა ადამიანად თავის წარდგენა, რათა მეორე ადამიანისგან მიიღო ან მის შესახებ პირადი ან ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნო; სექსტინგი - სექსუალური ხასიათის სახელის, კომენტარის, პოსტის ან შიშველი ფოტოს გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს დაცინვას, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებას, შერცხვენას ან სექსუალური ძალადობის შემცველ მუქარას და მოწოდებას; დოქსინგი - ისეთი პერსონალური ინფორმაციის, როგორიცაა მისამართი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, საბანკო ბარათის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის გვერდის და სხვა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება სხვა ადამიანების მიერ კიბერბულნგის წარმოების მიზნით; კიბერ-ადევნება - არასასურველი და განმეორებითი კომუნიკაციის დამყარების მცდელობა ან კომუნიკაცია, რომელიც ელექტრონულად ან მობილური მოწყობილობის საშუალებით ხორციელდება. კიბერ ადევნება შეიძლება, ფიზიკურ ადევნებასა და სექსუალურ შევიწროებაში გადაიზარდოს.